Sunday, 11 May 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრე პროექტზე მუშაობა, ავტვირთე ბლოგზე, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამ პროექტს აუცილებლად გამოვიყენებ.  მთელი ტერნინგის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. არ მეგონა ამდენს თუ გავაკეთებდი. კმაყოფილი ვარ. გული მწყდება ტრენინგი რომ დავამთავრეთ,  ნამდვილი პროფესიონალები გავიცანი, აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგშიც ურთიერთობას.
დიდი მადლობა ბატონ გიორგი ხომასურიძეს  საინტერესო ტრენინგებისათვის, გულისხმიერებისათვის, ჩვენი დახმარებისათვის!

Saturday, 10 May 2014

მერვე დღის რეფლექსია


დღეს    ვიმუშავე სწავლების სტრატეგიებზე, დავასრულე პროექტზე მუშაობა, შევავსე სასწავლო პროცედურები,დიფერენცირებული სწავლების გრაფები და სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები. ცოტა დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ

Sunday, 4 May 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს დავამთავრე მუშაობა პროექტის შეფასების დროის ჩარჩოზე. გეგმაში შევიტანე შეფასების ინსტრუმენტების მონახაზი და საბაზისო უნარჩვევები. მოსწავლეებს მივეცი ინსტრუქცია როგორ მოამზადოს პრეზენტაცია. ბევრი ვიმუშავე. 

Saturday, 3 May 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც დასრულდა! გავიზიარეთ ერთმანეთის მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუშები, ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგების ნამუშევრები, მივაწოდე მათ ჩემი შენიშვნები და აღვნიშნე ის,რაც კარგი იყო .
 ავირჩიე მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუშების შეფასების სქემები და შევინახე ჩემს საქაღალდეში. დღემ ნაყოფიერედ ჩაიარა!

Friday, 2 May 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

                           
                    ვიმუშავე  პროექტის  თემის შინაარსზე.გავაკეთე თემის პრეზენტაციის ნიმუში, გამიჭირდა თემის შესაბამისი სურათების მოძიება ინტერნეტში,  ვფიქრობ სამუშაოს თავი კარგად გავართვი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით