Sunday, 11 May 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დავამთავრე პროექტზე მუშაობა, ავტვირთე ბლოგზე, ძალიან საინტერესო გამოვიდა. ამ პროექტს აუცილებლად გამოვიყენებ.  მთელი ტერნინგის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. არ მეგონა ამდენს თუ გავაკეთებდი. კმაყოფილი ვარ. გული მწყდება ტრენინგი რომ დავამთავრეთ,  ნამდვილი პროფესიონალები გავიცანი, აუცილებლად გავაგრძელებთ შემდეგშიც ურთიერთობას.
დიდი მადლობა ბატონ გიორგი ხომასურიძეს  საინტერესო ტრენინგებისათვის, გულისხმიერებისათვის, ჩვენი დახმარებისათვის!

Saturday, 10 May 2014

მერვე დღის რეფლექსია


დღეს    ვიმუშავე სწავლების სტრატეგიებზე, დავასრულე პროექტზე მუშაობა, შევავსე სასწავლო პროცედურები,დიფერენცირებული სწავლების გრაფები და სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები. ცოტა დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ

Sunday, 4 May 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


დღეს დავამთავრე მუშაობა პროექტის შეფასების დროის ჩარჩოზე. გეგმაში შევიტანე შეფასების ინსტრუმენტების მონახაზი და საბაზისო უნარჩვევები. მოსწავლეებს მივეცი ინსტრუქცია როგორ მოამზადოს პრეზენტაცია. ბევრი ვიმუშავე. 

Saturday, 3 May 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც დასრულდა! გავიზიარეთ ერთმანეთის მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუშები, ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგების ნამუშევრები, მივაწოდე მათ ჩემი შენიშვნები და აღვნიშნე ის,რაც კარგი იყო .
 ავირჩიე მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუშების შეფასების სქემები და შევინახე ჩემს საქაღალდეში. დღემ ნაყოფიერედ ჩაიარა!

Friday, 2 May 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

                           
                    ვიმუშავე  პროექტის  თემის შინაარსზე.გავაკეთე თემის პრეზენტაციის ნიმუში, გამიჭირდა თემის შესაბამისი სურათების მოძიება ინტერნეტში,  ვფიქრობ სამუშაოს თავი კარგად გავართვი. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით

Saturday, 26 April 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

                           
                   დღეს გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკებს, ავირჩიე ჩემთვის სასურველი და მოვარგე ჩემს პროექტს. სამუშაო იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ საინტერესო.

Sunday, 13 April 2014

მესამე დღის რეფლექსია

     
                                       
  დღეს  დავგეგმეთ სასწავლო პროექტი, დავსახეთ  მიზნები და ამოცანები, ცოტა გამიჭირდა მიზნების შესაბამისობაში მოყვანა, ჩემთვის შედარებით რთული და შრომატევადი იყო კითხვების მოფიქრება, ვფიქრობ მაინც გავართვი თავი. 

Saturday, 12 April 2014

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დღეს ვისწავლე პროექტისათვის საჭირო საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა. მოვიძიე სურათები, გავამზადე ბუკლეტი. ასეთ ბუკლეტებს აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების  მომზადებისას.მივხვდი, რომ ეს სამუშაო სულაც არ ყოფილა რთული. 

Sunday, 6 April 2014

პირველი დღის რეფლექსია

                                   პირველი დღის რეფლექსია

   დღეს განვიხილეთ პროექტების საქაღალდის მომზადება, გავეცანი გეგმის ნიმუშებს, მინდა მეც შევძლო მსგავსი პროექტის შექმნა, ტრენინგის მიზნები და ამოცანები ჩემთვის გასაგებია,  
    მე მინდა  ვისწავლო პროექტების დაგეგმვა,  რომელშიც ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან და ერთად შევძლებთ პროექტის განხორციელებას,
   მე მინდა გავიღრმაო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე
  -მე მინდა მოსწავლეებს დავეხმარო თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და დახვეწენ